საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 10 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს

6 ნოემბერი 2015

7 ნოემბერს, სასტუმროში ,,ქორთიარდ მერიოტი“  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ადვოკატთა პროფესიის თავისუფლების და ინსტიტუციური გარანტიებს შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიანსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქ-ნი მანანა კობახიძე,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს(CCBE) პრეზიდენტი მარია სლაზაკი,ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, ევროკავშირის დელეგაციიდან ბ-ნი შტეფან შტორკიდა USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭრა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელი ბ-ნი ჰერბერტ ბოუმანი.

კონფერენციას გახსნის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც საქართველოში ადვოკატის პროფესიის თავისუფლებაზე და უფლებებზე ისაუბრებს.  დღის წესრიგით გათვალისწინებულია მსჯელობა ადვოკატირების პროფესიული დაცვისევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებზე,ადვოკატების მიერი საკუთარი კოლეგების დაცვის  გამოცდილებასა და საადვოკატო პრაქტიკის  ექსკლუზიურობის პრინციპსა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევბზე.კონფერენციაზე მოწვეული არიან სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების  დელეგაციები.

კონფერენციას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG), ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ და ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი